“მეგობრის მოწვევის” პროგრამის პირობები
1.1 Skycop.com UAB (“Skycop“) გთავაზობთ შესაძლებლობას, მოიწვიოთ მეგობრები ჩვენი “მეგობრების მოწვევის” პროგრამის მეშვეობით (ამიერიდან “პროგრამა“), რომელიც მისაწვდომია ჩვენს საიტზე: https://www.skycop.com (ამერიდან “საიტი“).
1.2 პროგრამაში მონაწილეობით, თქვენ თანხმდებით და ვალდებული ხართ, დაიცვათ პროგრამის პირობები (ამერიდან “პირობები“).
1.3 პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად, უნდა იყოთ მინიმუმ 18 წლის.
1.4 პროგრამაზე წვდომა შეგიძლიათ მიიღოთ საიტის მთავარ გვერდზე გადასვლით და საჩივრის ფორმის შევსებით. ლინკზე დაჭერის შემდეგ, მიყევით ინსტრუქციებს და მოიწვიეთ მეგობრები, ოჯახის წევრები, კოლეგები და ა.შ. რეკომენდეციის შემდეგ, იქნებით ე.წ ‚მომწვევი‘. თქვენ მიიღებთ რეკომენდაციის უნიკალურ ლინკს, რომლეიც საშუალებას მოგცემთ, მიიღოთ ბენეფიტები ან საჩუქრები, რაც აღწერილია საიტზე („პირადი ლინკი“). მეგობრები, ოჯახის წევრები ან/და კოლეგები (”მეგობრები“), რომლებმცა მიიღეს რეფერალი, უნდა მიყვნენ ინსტრუქციებს რეფერალის შეტყობინებაში რეფერალის ლინკზე დაჭერის შემდეგ.
1.5 მომწვევს არ აქვს უფლება, საკუთარი თავი მოიწვიოს, ანუ შექმნას ყალბი ანგარიშები Skycop-ზე ან მონაწილეობა მიიღოს პროგრამაში მეგობრის სახით. პროგრამის გამოყენებისას არ უნდა დაირღვას კანონი, Skycop-ის ან რომელიმე მესამე მხარის უფლებები. გარდა ამისა, მომწვევმა არ უნდა შეუშალოს ხელი პროგრამის ფუნქციონირებას, არ უნდა გამოიყენოს მრავალი სისტემა/მოწყობილობა პროგრამის გამოსაყენებლად ან სხვა ბენეფიტის მისაღებად, რაც არაა აღწერილი ამ პირობებში.
1.6 მომწვევი, რომელმაც სასარგებლო რეფერალი უზრუნველყო და მეგობრები, რომლებიც იყენებენ რეფერალს, მიიღებენ საჩუქარს. სასარგებლო რეკომენდაციის შედეგად, მომხმრებელიც და მისი მეგობარიც მიიღებენ 50 ევროს მოცულობის საჩუქარს მათ მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე (“საჩუქარი/ჯილდო”). თუ არსებობს რაიმე სხვაობა საჩუქრის მოცულობაში ან შეთანხმებასა და ვებ-საიტს ან სხვა წყაროს შორის, ვებ-საიტზე ან სხვა წყაროში მითითებული მოცულობა იმოქმედებს.
1.7 გარდა ამ პირობების დაცვისა, მომწვევი და მეგობრები, რომლებიც ღებულობენ საჩუქარს, უნდა დააკმაყოფილონ შემდეგი პირობები: (1) მეგობრებმა უნდა შეავსონ განაცხადი Skycop-თან; (2) მეგობრების განაცხადი უნდა დაკმაყოფილდეს ავიახაზის მიერ.ს
1.8 ავიახაზის მიერ მეგობრის განაცხადის დაკმაყოფილების შემდეგ, მეგობარიც და მომწვევიც მიიღებენ საჩუქრებს.
1.9 Skycop-ს აქვს უფლება, უარი თქვას ტრანზაქციის დამუშავებაზე ნებისმიერი მიზეზით. საჩუქრების გაცვლა თანხაზე არ მოხდება, ისინი არ იყიდება, არ იცვლება, გადატანა არ ხდება.
1.10 პროგრამაში მონაწილეობით, თქვენ თანახმა ხართ და გესმით, რომ Skycop არ იქნება პასუხისმგებელი პიდაპირ, არაპირდაპირ, შემთხვევით, ინციდენტურ ზარალზე, მათ შორის – ფინანსურ ზარალზე, გამოყენების შეუძლებლობაზე, მონაცემების დაკარგვაზე და სხვა არა-მატერიალურ ზარალზე.
1.11 პროგრამაში მონაწილეობით, თქვენ ადასტურებთ, რომ ხართ ი-მეილების რეალური ავტორი და ექვემდებარებით შესაბამის კანონებს. პროგრამის ფარგლებში ელ-ფოსტის ან სხვა პირადი მონაცემების მითითებით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაქვთ შესაბამისი უფლებები და ნებართვა. მოცემული პირობებით აკრძალულია ი-მეილების მასიური გავრცელება უცხო პირებისთვის, ასევე სერვისის გამოყენება ისეთ ფარგლებს გარეთ, ვიდრე აღწერილია მოცემულ პირობებში. ეს შეიძლება გახდეს პროგრამის გამოყენების უფლების შეჩერებისა და იურიდიული ქმედებების საფუძველი. Skycop-ს არ ევალე პროგრამის ან სხვა კომუნიკაციის მონიტორინგი. მაგრამ Skycop-ს აქვს ამის უფლება და შეუძლია ი-მეილების დაბლოკვა, შეუფერებელი მასალის წაშლა ან პროგრამის გამოყენების შეზღუდვა. მომწვევები და მეგობრები, რომლებიც არ დაექვემდებარებიან ამ პირობებსა და კანონს პასუხისმგებლობას უხსნიან პროგრამაზე პასუხისმგებელ პირებს ზარალებისა და ხარჯების მხრივ, რაც მიიღეს მსგავსი ი-მეილების გამო.
1.12 მომწვევები და მეგობრები პასუხისმგებლები არიან ანგარიშების მონაცემების კონფიდენციალურობაზე და ყველა აქტივობაზე, რაც ხდება მათი გამოყენებისას. მომწვევები და მეგობრები თანხმდებიან, რომ Skycop-ს შეატყობინებენ, თუკი ეჭვი აქვთ, რომ მათი ანგარიშები გატეხეს. მომწვევები და მეგობრების ასევე თანხმდებიან, რომ Skycop-ს არ ეკისრება პასუხისმგებლობა იმ ზარალზე, რაც წარმოიშვება მათი ანგარიშების არალეგალური გამოყენების გამო.
1.13 პროგრამის მოქმედების ვადა ასახული იქნება საიტზე ან კომუნიკაციის სხვა საშუალებით. Skycop-ს აქვს უფლება, გააუქმოს ან შეცვალოს პროგრამა ნებისმიერ დროს და ნებისმიერი მიზეზით. Skycop-ს აქვს უფლება, არ მისცეს მომწვევს და/ან მეგობარს პროგრამით სარგებლობის უფლება, თუკი ის დაარღვევს პირობებს.
1.14 შესაბამისი იურიდიული შეზღუდვების გამო, იმ პიროვნებებს, რომლებსაც აქვთ საბანკო ანგარიშები ან სხვა ფინანსური ინსტრუმენტები შემდეგ ქვეყნებში, ვერ შეძლებენ საჩუქრის/ჯილდოს მიღებას: ლიბანი, ბელორუსი, ლიბერია, ავღანეთი, ირანი, იემენი, სუდანი, ინდონეზია, ჩინეთი, მიანმარი, სირია, კოტ-დ’იუვარი, ბელიზი, რუსეთი, მალი, ვენეზუელა, ზიმბაბვე, ჩრდილოეთ კორეა, სომალია, აფრიკის ცენტრალური რესპუბლიკა, ლიბია, ფილიპინები, ერაყი, კუბა.
1.15 პირადი ინფორმაციის დაგროვებისა და გამოყენების პრინციპები აღწერილია Skycop-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკაში. ამ პროგრამაზე ვრცელდება ლიტვას რესპუბლიკის კანონები.