ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას

ფასების სია

1. ზოგადი წესები

ფასების სიის ყველა აღნიშნული პუნქტი აღწერილია Skycop-ის ზოგად პირობებში. ფასების სია ეხება ფრენების კომპენსაციის რეგულაციასთან დაკავშირებულ გადახდებს. თუკი Skycop შემოგთავაზებთ სხვა მომსახურებას, შესაბამისი გადახდები განხორციელდება ცალკე შეთანხმებისა და პირობების საფუძველზე. 

2. საჩივრის შევსება უფასოა

Skycop არ მოითხოვს მომსახურების ანაზღაურებას, თუკი ვერ მოხერხდა ფრენის კომპენსაციის მიღება შესაბამისი ავიახაზისგან (ავიაკომპანიისგან). 

3. Skycop-ის ანაზღაურება

საჩივრის წარმატებისა და კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, ფრენის კომპენსაციის წინასწარ შეთანხმებული წილი მოაკლდება ფრენის კომპენსაციას.

Skycop-ის ანაზღაურება:

1,500 კმ-ის ტოლი ან ნაკლები მანძილის შემთხვევაში, როდესაც კლიენტის კომპენსაცია შეადგენს 250 ევროს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება 99,25 ევრო, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ევროკავშირის შიგნით განხორციელებული ფრენის დროს, რომლის მანძილი აღემატება 1,500 კმ-ს, ასევე ნებისმიერი ფრენის შემთხვევაში, რომლის მანძილი 500 კმ-იდან 3,500 კმ-დეა, როდესაც კლიენტის კომპენსაცია შეადგენს 400 ევროს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება 158,80 ევრო, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ნებისმიერი სხვა ფრენის შემთხვევაში, რომელიც ზემოთ არაა აღწერილი, როდესაც კლიენტის კომპენსაცია შეადგენს 600 ევროს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება 238,20 ევრო, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ისეთ შემთხვევაში, როდესაც კლიენტის კომპენსაცია სხვა ოდენობას შეადგენს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება მიღებული კომპენსაციის 39.7%, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

4. იურიდიული პროცესები

თუკი ავიახაზთან ვერ ხერხდება შეთანხმება, ან ისეთ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ფრენის კომპენსაციის უფრო ეფექტური ან/და სწრაფი ხერხები, Skycop წამოიწყებს იურიდიულ პროცესებს, რის გამოც ექნება უფრო მაღალი ანაზღაურების მიღების უფლება, იურიდიულ პროცესებთან დაკავშირებული დამატებითი ხარჯების გამო (მაგ. სასამართლოების, თარგმნის, ადვოკატების, ადმინისტრაციული გადასახადები და ა.შ)

Skycop-ის ანაზღაურება იურიდიული პროცესების შემთხვევაში: 

1,500 კმ-ის ტოლი ან ნაკლები მანძილის შემთხვევაში, როდესაც კლიენტის კომპენსაცია შეადგენს 250 ევროს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება 125 ევრო, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ევროკავშირის შიგნით განხორციელებული ფრენის დროს, რომლის მანძილი აღემატება 1,500 კმ-ს, ასევე ნებისმიერი ფრენის შემთხვევაში, რომლის მანძილი 500 კმ-იდან 3,500 კმ-დეა, როდესაც კლიენტის კომპენსაცია შეადგენს 400 ევროს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება 200 ევრო, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ნებისმიერი სხვა ფრენის შემთხვევაში, რომელიც ზემოთ არაა აღწერილი, როდესაც კლიენტის კომპენსაცია შეადგენს 600 ევროს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება 300 ევრო, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
ისეთ შემთხვევაში, როდესაც კლიენტის კომპენსაცია სხვა ოდენობას შეადგენს, Skycop-ის ანაზღაურება იქნება მიღებული კომპენსაციის 50%, პლუს დღგ (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

5. დამატებითი ღირებულების გადასახადი (დღგ)

დღგ დადგენილია კანონის მიერ და მისი ოდენობა/გადახდის აუცილებლობაც დადგენილია კანონის მიერ.

განახლდა – 2024-02-26