ძირითადი შეკითხვები ფრენის კომპენსაციასთან დაკავშირებით
-
ფრენა შეფერხებულად ითვლება და გექნებათ კომპენსაციის, მიღების უფლება, თუ:
- ფრენა შეფერხდა და დანიშნულების ადგილამდე 3 საათზე მეტი ხნით დააგვიანდა.
- ფრენა გაუქმდა გამგზავრებამდე 14 დღით ადრე.
- ავიაკომპანიამ უარი გითხრათ ჩასხდომაზე, რადგან თვითმფრინავში ადგილები არ იყო.
-
როგორ უნდა გავიგო, მეკუთვნის თუ არა კომპენსაცია?
თქვენ გაქვთ კომპენსაციის მიღების უფლება, თუ თქვენი ფრენა შეფერხდა ავიაკომპანიის შეცდომის გამო და შეფერხება შეესაბამება ევროპის პარლამენტისა და საბჭოს (EC) No. 261/2004. რეგულაციის კრიტერიუმებს. ყველაზე მარტივი გზა იმის შესამოწმებლად, შეგიძლიათ თუ არა კომპენსაციის მიღება ავიაკომპანიისგან, არის უფასო ფორმის შევსება ჩვენს საიტზე. -
რა დრო სჭირდება კომპენსაციის მიღებას?
რეგულაცია (EC) No. 261/2004 დროის კუთხით რაიმე კონკრეტულ ზღვარს არ ადებს ასეთ საქმეს. შესაბამისად, კომპენსაციის მისაღებად საჭირო დრო დამოკიდებულია ავიახაზზე, საქმის სირთულესა და ქვეყნის შიდა რეგულაციებზე. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა საქმის განხილვა სასამართლოს ან სხვა იურიდიული ორგანოს შუამავლობით, საქმეს შეიძლება კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდეს. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ საჩივრის განხილვა. ეს ასევე ეხება ზედმეტად დაჯავშნული ფრენების ანაზღაურებასაც. -
რა ოდენობის კომპენსაცია მეკუთვნის დაგვიანებული ან გაუქმებული ფრენის გამო?
შეფერხებული ან გაუქმებული ფრენის კომპენსაცია საშუალოდ შეადგენს €250-იდან €600-მდე თითო მგზავრზე. ოდენობა დამოკიდებულია ფრენის ხანგრძლივობაზე - რაც უფრო მეტია მანძილი, მით უფრო მაღალია კომპენსაციის ოდენობა. -
რა სახის კომპენსაცია უნდა მოვითხოვო?
კომპენსაციის სახე დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის შეფერხება განიცადეთ - დაგვიანება იყო ეს, გაუქმება თუ ფრენის ზედმეტი ჯავშანი. ყველაზე მარტივი გზა იმის გასაგებად, თუ რომელი სახის კომპენსაციაზე უნდა შეავსოთ განაცხადი, არის Skycop-ის უფასო კომპენსაციის ფორმის შევსება. ჩვენ ყველაფერს გაგაგებინებთ. -
რა იქნება Skycop-ის მომსახურების საფასური, თუ ავიახაზი უარს იტყვის კომპენსაციაზე?
არც არაფერი – თქვენ არ მოგიწევთ არაფრის გადახდა, თუ აღმოჩნდება, რომ არ გაქვთ კომპენსაციის მიღების უფლება. -
მე უკვე მივიღე უარი ავიახაზისგან კომპენსაციის მხრივ. მაინც შემიძლია Skycop-ის სერვისების გამოყენება?
რა თქმა უნდა! თუ თქვენ მოითხოვეთ კომპენსაცია დამოუკიდებლად, მაგრამ ავიაკომპანიიისგან უარი მიიღეთ, შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი საჩივრის ფორმა და მოგვაწოდოთ ავიაკომპანიისგან მიღებული ინფორმაცია - მათ შორის თქვენი საჩივრის უარყოფის მიზეზი. თუ შევამჩნევთ, რომ ავიაკომპანიას არ ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი თქვენი საჩივრის უარყოფისთვის, ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დაგეხმაროთ კომპენსაციის მიღებაში. -
ფრენის ბილეთი დავკარგე. მაინც შემიძლია საჩივრის პროცესის წამოწყება?
დიახ. საჩივრის დამუშავებს მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა: ფრენის ნომერი, ფრენის დაჯავშნის ნომერი, პირველი/სამიზნე აეროპორტები და ფრენის ზუსტი თარიღი. ეს დეტალები ჩვეულებრივ მოცემულია ავიაკომპანიის მიერ გამოგზავნილ დამადასტურებელ ელ-ფოსტაში. თუმცა, ყველა ავიაკომპანია არ კმაყოფილდება მხოლოდ ამით, ამიტომ გთხოვთ ფრენის საბუთებსაც (ბილეთები, ჩასხდომის ბარათი და ა.შ.). ეს ძალიან მნიშვნელოვანია იმ შემთხვევებში, თუ ავიაკომპანიები უარყოფენ საჩივარს: დოკუმენტაციის გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ საკითხის განხილვას შესაბამისი ორგანოებისა და სასამართლოების გზით. -
რა ღირს Skycop-ის მომსახურება?
განურჩევლად იმისა, თუ რა დროსა და რესურსებს დავხარჯავთ თქვენს საქმეზე, თქვენ არაფრის გადახდა არ მოგიწევთ, თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ. გთხოვთ, შეამოწმოთ Skycop-ის ფასების სია დამატებითი ინფორმაციისთვის.
როგორ მუშაობს Skycop
-
შევავსე საჩივრის ფორმა და მივიღე პასუხი, რომ ჩემი ფრენის კომპენსაციის საჩივარი არ იქნება განხილული. ახლა რისი გაკეთება შემიძლია?
თუ თქვენ შეავსეთ საჩივრის ფორმა და მიიღეთ შეტყობინება, რომ ჩვენ არ შეგვიძლია საჩივრის განხილვა, სავარაუდოა, რომ თქვენი ფრენის არ ექვემდებარება კომპენსაციის უფლებებს (EC) No. 261/2004 რეგულაციის თანახმად. თუ თვლით, რომ თქვენი საჩივრის შეფასებისას მოხდა შეცდომა, გირჩევთ, დაგვიკავშირდეთ ელ-ფოსტაზე: support@skycop.com. -
რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ ავიახაზი უარს ამბობს კომპენსაციაზე?
თუ ავიაკომპანია უარს იტყვის შეფერხებული ფრენის გამო კომპენსაციის გადახდაზე, ჩვენ განვიხილავთ თქვენს ფრენასთან დაკავშირებულ ყველა დოკუმენტაციას და, საჭიროების შემთხვევაში, დავიწყებთ სამართლებრივ ქმედებებს. -
შეგიძლიათ დამეხმაროთ დაკარგული ბარგის მხრივ?
Skycop დაგეხმარებათ, მოიპოვოთ კომპენსაცია დაკარგული ან დაზიანებული ბარგის გამო. გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს მომხმარებელთა მხარდაჭერის გუნდს. -
მე უკვე მივიღე უარი ავიახაზისგან კომპენსაციის მხრივ. მაინც შემიძლია Skycop-ის სერვისების გამოყენება?
რა თქმა უნდა! თუ თქვენ მოითხოვეთ კომპენსაცია დამოუკიდებლად, მაგრამ ავიაკომპანიიისგან უარი მიიღეთ, შეგიძლიათ შეავსოთ ჩვენი საჩივრის ფორმა და მოგვაწოდოთ ავიაკომპანიისგან მიღებული ინფორმაცია - მათ შორის თქვენი საჩივრის უარყოფის მიზეზი. თუ შევამჩნევთ, რომ ავიაკომპანიას არ ჰქონდა საფუძვლიანი მიზეზი თქვენი საჩივრის უარყოფისთვის, ჩვენ მივიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა დაგეხმაროთ კომპენსაციის მიღებაში. -
შესაძლებლობა მექნება, თვალყური ვადევნო Skycop სპეციალისტების პროგრესს ჩემი საჩივრის საქმეში?
დიახ. უბრალოდ შედით თქვენს ანგარიშში, და იხილეთ მთელი პროცესი, შეამოწმეთ, არის თუ არა რაიმე გამოტოვებული ინფორმაცია და ნახეთ სხვა შესაბამისი მონაცემები. -
რა დრო სჭირდება კომპენსაციის მიღებას?
რეგულაცია (EC) No. 261/2004 დროის კუთხით რაიმე კონკრეტულ ზღვარს არ ადებს ასეთ საქმეს. შესაბამისად, კომპენსაციის მისაღებად საჭირო დრო დამოკიდებულია ავიახაზზე, საქმის სირთულესა და ქვეყნის შიდა რეგულაციებზე. იმ შემთხვევაში, თუ საჭირო გახდა საქმის განხილვა სასამართლოს ან სხვა იურიდიული ორგანოს შუამავლობით, საქმეს შეიძლება კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდეს. თუმცა, ჩვენ ვეცდებით, რაც შეიძლება მალე დავასრულოთ საჩივრის განხილვა. ეს ასევე ეხება ზედმეტად დაჯავშნული ფრენების ანაზღაურებასაც. -
რა სახის შეთანხმებას ვადგენ Skycop-თან?
Skycop-ის შუამდგომლობის შეთანხმების მიხედვით, თქვენ Skycop-ის ანჭებთ თქვენი კომპენსაციის უფლებას და, ზოგიერთ შემთხვევაში, თანხმდებით კომპენსაციის მიღების მომსახურებაზე. -
როგორ უნდა მოვიქცე, თუ მსურს Skycop-თან ურთიერთობის შეყტვეტა?
თქვენ გაქვთ უფლება, შეყწვიტოთ შეთანხმება მისი გაფორმებიდან 14 დრის განმავლობაში. შეთანხმების გაფორმების შემდეგ, Skycop დაიწყებს მუშაობას კომპენსაციის მიღების მხრივ, რასაც გავლენა აქვს შეთანხმების შეწყვეტის უფლებაზე. ეს უფრო დეტალურად არის აღწერილი ზოგადი მომსახურების პირობებში.
Skycop Care აბონენტი
-
მე აღარ მინდა Skycop Care აბონენტის ქონა, მაგრამ ნაყიდი მაქვს 1-წლიანი აბონენტი. შემიძლია თანხის დაბრუნება?
თუ თქვენ არ ხართ კმაყოფილი ჩვენი სერვისით, შეგიძლიათ გააუქმოთ თქვენი აბონენტი, თუ თქვენ აკმაყოფილებთ მომხმარებლის კრიტერიუმებს ევროკავშირის მომხმარებელთა რეგულაციების მიხედვით. ასეთ შემთხვევაში, თქვენ შეგიძლიათ გააუქმოთ აბონენტი 14 დღეში ყოველგვარი მიზეზის გარეშე. თქვენი აბონენტის გასაუქმებლად და თანხის სრულად დასაბრუნებლად, თქვენ უნდა დაგვიკავშირდეთ აბონენტის შეძენიდან 14 დღის განმავლობაში (სასურველია ელექტრონული ფოსტის გაგზავნით support@skycop.com) და ნათლად მიუთითეთ, რომ აბონენტის გაუქმება გსურთ. -
მე უკვე შევიძინე Skycop Care აბონენტი სააგენტოს მეშვეობით. მაინც მეკუთვნის მისი სერვისები?
დიახ, რადგან Skycop Care აბონენტის შეძენა შესაძლებელია პირდაპირ Skycop-ზე ან პარტნიორი კომპანიის მეშვეობით. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი ფრენები დაცული იქნება ჩვენი სერვისით, იმავე პირობებით. -
რა განსხვავებაა Skycop Care აბონენტსა და Skycop-ის საიტზე საჩივრის შევსებას შორის?
Skycop Care აბონენტის მიზანია, დაიცვას თქვენი ფრენები. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ შეფერხებული ფრენის კომპენსაცია, რომელიც განიცადეთ Skycop Care-ის პროგრმაში გაწევრიანებამდე და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მიიღოთ თანხა ავიაკომპანიისგან. გაითვალისწინეთ, რომ თუ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, თქვენ არ მოგიწევთ არაფრის გადახდა. თუკი განიცდით ფრენის შეფერხებას Skycop Care პროგრამაში გაწევრიანების შემდეგ, თქვენ, ჩვეულებრივ, უნდა შეავსოთ საჩივრის ფორმა. ჩვენ დაუყოვნებლივ დავიწყებთ თქვენს განაცხადზე მუშაობას, რადგან Skycop Care-ის წევრები ჩვენი მთავარი პრიორიტეტია. თუ გაქვთ ფრენის კომპენსაციის მიღების უფლება, ჩვენ მას მივიღებთ დამატებითი გადასახადის გარეშე - 600 ევრომდე ყოველ ფრენაზე. დიახ: ჩვენ ვიმუშავებთ ნებისმიერი რაოდენობის საჩივარზე უფასოდ - სანამ ხართ Skycop Care-ის წევრი. -
როგორ უნდა მივიღო Skycop Care აბონენტი? რამდენად ხშირად მეორდება გადახდები?
„შეძენის“ ღილაკზე დაჭერით, თქვენ გადახვალთ Skycop Care-ის შესყიდვის გვერდზე, სადაც მოგიწევთ მხოლოდ ერთხელ შეიყვანოთ თქვენი გადახდის დეტალები - შესყიდვის დასრულების შემდეგ მიიღებთ დასტურს, რომ გახდით Skycop Care-ის წევრი. Skycop Care-ს აქვს 3 სახის სახის პროგრამა: წლიური, 6-თვიანი და 3-თვიანი. შესაბამისად, გადახდები გამეორდება წელიწდაში ერთხელ, 6 თვეში ერთხელ ან 3 თვეში ერთხელ, სანამ არ შეწყვიტავთ აბონენტს. გაუქმებული აბონენტი აქტიური რჩება აბონენტით გათვალისწინებული პერიოდის განმავლობაში. იხილეთ Skycop Care წევრობის წესები და პირობები დამატებითი ინფორმაციისთვის. -
შემიძლია ვიყიდო Skycop Care აბონენტი მეგობრისთვის ან ოჯახის წევრისთვის?
დიახ, შეგიძლიათ! Skycop Care-ის 3-თვიანი, 6-თვიანი ან 1-წლიანი აბონენტის გამოწერისას შეგიძლიათ მიუთითოთ მგზავრების რაოდენობა, რომლებსაც სურთ Skycop Care-ის შეძენა, განურჩევლად იმისა, ერთად მოგზაურობთ თუ ცალ-ცალკე - იხილეთ მეტი დეტალი აქ: წევრობის წესები და პირობები. -
რა არის Bidroom აბონენტი?
Bidroom აბონენტის ძირითადი იდეა ემყარება იმ გარემოებას, რომ ჯავშნების მსვილი საიტები სასტუმროებს არ აძლევენ საშუალებას, დააწესონ იაფი ფასები სხვა საიტებზე. ამრიგად, როდესაც გახდებით Bidroom-ის წევრი, თქვენ ბევრად მეტ შეთავაზებას იხილავთ, უშუალოდ სასტუმრეობისგან. ამგვარად, თქვენ მიიღებთ საუკეთესო შემოთავაზებებს ისე, რომ სასტუმროს არ მოუწევს შეთანხმების დარღვევა ჯავშნის მთავარ პლატფორმებთან, რადგან Bidroom კერძო პლატფორმაა და წვდომა მხოლოდ აბონენტებს აქვთ. როგორც ეს ჩვენს მომსახურების პირობებშია ნათქვამი, მგზავრებს ასევე შეუძლიათ ისარგებლონ კიდევ უფრო მეტი ფასდაკლებითა და დამატებითი ტურისტული სერვისებით, როგორიცაა მანქანის დაქირავება ან ბარგის შენახვა. მაგალითად, შეგიძლიათ დაზოგოთ 275 ევრო, თუკი წელიწადში 3 შაბათ-კვირის განმავლობაში იმოგზაურებთ ევროპის ნებისმიერ ქალაქში. ასევე აღსანიშნავია, რომ Bidroom წევრობა Skycop Care-ის გამოწერის გარეშე ღირს 29 ევრო წელიწადში. -
რა რის Surfshark VPN-ის შემოთავაზება?
ჩვენ წარმატებით ვთანამშრომლობთ ჯილდოს მფლობელ VPN კომპანიასთან - SurfShark. ჩვენ გვაქვს უნიკალური შესაძლებლობა, შემოგთავაზოთ კიდევ უფრო მეტი უპირატესობა, თუკი ხართ Skycop Care-ის წევრი. ყველას, ვინც ყიდულობს ფრენის დაცვის პაკეტს, აქვს უზარმაზარი ფასდაკლება SurfShark-ის გამოყენებისას. Skycop Care სერვისის გამოწერის შემდეგ, ახალი წევრი მიიღებს დადასტურების ელექტრონულ წერილს SurfShark VPN-ის ფასდაკლების კოდით. ამ კოდით, თქვენ შეძლებთ SurfShark VPN-ის ყოველწლიური აბონენტის მიღებას შემცირებული ფასით - 2,05 ევრო თვეში. თავდაჯერებულ და უსაფრთხო მოგზაურობას რა ჯობია? ისარგებლეთ ყოვლისმომცველი დაცვით არა მხოლოდ მოგზაურობის დროს, არამედ ინტერნეტის გამოყენების დროსაც! -
შემიძლია აბონენტის გაუქმება 14-დღიანი პერიოდის განმავლობაში, თუკი უკვე ვიმგზავრე თვითმფრინავით?
სამწუხაროდ, Skycop Care-ის სერვისის ბუნებიდან გამომდინარე, თქვენ ვერ განაცხადებთ უარს Skycop Care-ის წევრობზე, თუ უკვე იმოგზაურეთ ამ პროგრამით დაცული რეისით.
კორონავირუსი (COVID-19)
-
შემიძლია კომპენსაციის მიღება COVID რეგულაციების შედეგად შეფერხებული ფრენის გამო?
არა. ევროსაბჭოს 261/2004 რეგულაციის თანახმად, მგზავრებს არ ეკუთვნით კომპენსაცია ისეთ ფრენასთან დაკავშირებით, რომელიც გაუქმდა მოგზაურობის შეზღუდვების ან ლოქდაუნების გამო, რომლებიც პანდემიას ეხება. გამომდინარე იქიდან, რომ ეს ფაქტორი ავიახაზის კონტროლის მიღმაა, თქვენ ვერ მიიღებთ კომპენსაციას. თუმცა, არსებობს შეფერხებული ფრენის სხვა მიზეზებიც, რომელთა საფუძველზეც შეგიძლიათ კომპენსაციის მიღება. იხილეთ მეტი -
Skycop-ს შეუძლია დამეხმაროს კომპენსაციის მიღებაში, თუკი ფრენა გაუქმდა ან შეფერხდა ტურის ოპერატორის გამო?
არა, რადგან ჩვენ უმეტესწილად მხოლოდ ავიაკომპანიებთან გვაქვს საქმე. თუმცა, თქვენ მაინც შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ასეთ შემთხვევაში და ჩველი კვალიფიციურები ექსპერტები სიამოვნებით მოგცემთ რჩევებს საჰაერო მიმოსვლის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. -
შეფერხებული ფრენიდან რამდენი ხნის შემდეგ შემიძლია საჩივრის შევსება კომპენსაციის მისაღებად?
ევროსაბჭოს 261/2004 რეგულაცია არ აწესებს დროის რაიმე კონკრეტულ შეზღუდვას ამ კუთხით, ამიტომ, ყველა ქვეყანას ინდივიდუალური წესი აქვს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, ჯობია რაც შეიძლება მალე მოაგვაროთ ეს საქმე. შეგიძლიათ ახლაც შეავსოთ საჩივარი შეფერხებულ ფრენაზე? -
ავიახაზმა შემომთავაზე მგზავრობის ვაუჩერი ფრენის გაუქმების შემდეგ. შემიძლია კომპენსაციის მოთხოვნა?
თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ მოითხოვოთ თანხის დაბრუნება, თუ ჯერ არ მიგიღიათ სამოგზაურო ვაუჩერი. იურიდიულად, ავიაკომპანიას შეუძლია გადმოგცეთ სამოგზაურო ვაუჩერი თანხის დაბრუნების ან ახალი რეისის მაგივრად მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაეთანხმებით ასეთ პირობას. თუ თქვენ უკვე მიიღეთ ვაუჩერი, ეს ავიაკომპანიის გადასაწყვეტია, შეგიძლიათ თუ არა მისი განაღდება.