კონფიდენციალურობის პოლიტიკა

Updated - 2025-04-03

მოცემული კონფიდენციალურობის პოლიტიკაში ჩვენ, Skycop-ი, განვმარტავთ, თუ როგორ ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს ჩვენს საიტზე ყოფნისას და ჩვენი სერვისების გამოყენებისას, ასევე იმას, თუ როგორ ურთიერთობთ სარეკლამო კამპანიებთან, მათ შორის Google-თან და Facebook Lead Ads-თან.

გთხოვთ, მოგვცეთ ქუქი-ფაილების გამოყენების უფლება მოცემული პოლიტიკის თანახმად, როდესაც პირველად დაიწყებთ საიტის გამოყენებას.

ჩვენს ვებსაიტზე არსებული უსაფრთხოების პარამეტრების მეშვეობით თქვენ თავად განსაზღვრავთ, თუ როგორ შეგვიძლია თქვენი მონაცემების დამუშავება. მაგალითად, შეგიძლიათ უარი თქვათ მარკეტინგული მასალების მიღებაზე და შეზღუდოთ ჩვენ მიერ გამოგზავნილი შეტყობინებების რაოდენობა.

მოცემულ პოლიტიკაში აღწერილია შემდეგი თემები:

  • როგორ ვამუშავებთ თქვენს მონაცემებს;
  • როდის ვაწვდით თქვენს მონაცემებს მესამე პირებს;
  • რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ თქვენს მონაცემებს;
  • რა არის ჩვენი მარკეტინგული პოლიტიკა;
  • რა უფლებები გეხებათ პირადი მონაცემების მხრივ;
  • როგორ ვიყენებთ ქუქი-ფაილებს;
  • სხვა გასათვალისწინებელი საკითხები.

თუკი გაქვთ რაიმე შეკითხვა ან გსურთ თქვენი რომელიმე აღწერილი უფლების გამოყენება, შეგიძლიათ მოგვმართოთ ჩვენი საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით.

ასევე შეგიძლიათ დაუკავშირდეთ მონაცემების დაცვის განყოფილებას: privacy@skycop.com

1.  როგორ ვიყენებთ თქვენს პირად მონაცემებს?

1.1. ამ ნაწილში განვიხილავთ:

  • ჩვენ მიერ დამუშავებული პირადი მონაცემების კატეგორიებს;
  • თუკი პირდაპირ თქვენგან არ ვიღებთ პირად მონაცემებს, შეიტყობთ, საიდან ვიღებთ მონაცებეს, ასევე მათ კატეგორიებს;
  • თქვენი პირადი მონაცემების დამუშავების მიზნებს;
  • მონაცემების დამუშავების იურიდიულ საფუძვლებს.

1.2. ჩვენ ვამუშავებთ თქვენს პირად მონაცემებს იმის შესახებ, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტსა და სერვისებს („გამოყენების მონაცემები“). გამოყენების მონაცემებში შესაძლოა შედიოდეს IP მისამართი, ლოკაცია, ბრაუზერის ტიპი/ვერსია, რეფერალური წყარო, გამოყენების ხანგრძლივობა, ნანახი გვერდები, სერვისების გამოყენების განრიგი/სიხშირე. ჩვენ ამ მონაცემებს ვაგროვებთ ქუქი-ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიის მეშვეობით. ეს კეთდება იმისათვის, რომ ჩვენ უკეთესი წარმოდგენა შეგვექმნას, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტსა და სერვისებს. მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი ჩვენი ლეგიტიმური ინტერესია, კერძოდ, ჩვენი საიტისა და სერვისების მონიტორინგი და გაუმჯობესება.

1.3. ჩვენ ვამუშავებთ პირად მონაცემებს, რომლებიც შეგროვებულია Google-ისა და Facebook-ის Lead Ads კამპანიების მეშვეობით. ამ მონაცემებში შეიძლება შედიოდეს თქვენი სახელი, გვარი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი და ინფორმაცია  ავიაკომპანიების შესახებ, რომლებითაც თქვენ მგზავრობდით. ამ მონაცემებს ჩვენ უშუალოდ თქვენგან ვიღებთ, როდესაც თქვენ ნებაყოფლობით მოგვაწვდით მათ ამ პლატფორმებზე ჩვენს Lead Ads-ებთან ურთიერთობისას. ჩვენ ამ მონაცემებს ვამუშავებთ, რათა დაგიკავშირდეთ ჩვენი სერვისების შესახებ, ვაწარმოოთ მარკეტინგი ჩვენი სერვისების შესახებ და სხვა კომუნიკაციები, რომელზეც თანხმობა გაქვთ მოცემული. ამ დამუშავების იურიდიული საფუძველია თქვენი თანხმობა.

1.4. ჩვენ ვამუშავებთ თქვენი ანგარიშის მონაცემებს (ანგარიშის მონაცემები). ანგარიშის მონაცემებში შესაძლოა შედიოდეს სახელი, ელ-ფოსტა, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი და სხვა მონაცემები, რომლებიც შეგყავთ ანგარიშის რეგისტრაციის დროს. ჩვენ ამ მონაცემებს უშუალოდ თქვენგან ვიღებთ. ეს მონაცემები მუშავდება საიტის ოპერატიულობისა და სერვისების უზრუნველსაყოფად, საიტის უსაფრთხოების და თქვენთან კომუნიკაციის მიზნით. ამის იურიდიული საფუძველი არის მომსახურების კონტრაქტის მოვალეობების შესრულება, თქვენთან ასეთი კონტრაქტის გაფორმება, ასევე ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები, კერძოდ, საიტისა და სერვისების გაუმჯობესება.

1.5. ჩვენ ვამუშავებთ მონაცემებს მომსახურების შესასრულებლად აუცილებელ მონაცემებს (მომსახურების მონაცემები). იგულისხმება საკონტაქტო მონაცემები, საგადასახადო მონაცემები, რეისის დოკუმენტაცია, შეტყობინებები სერვისის შესრულებასთან დაკავშირებით და ა.შ. ეს მონაცემები ინახება სერვის შესრულებისა და ტრანზაქციების მონიტორინგის მიზნით. იურიდიული საფუძველი თქვენსა და ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულების შესრულებაა, ასევე, ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები, კერძოდ, ბიზნესისა და საიტის ადმინისტრაციული საკითხები.

1.6. ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ მონაცემები, რომლებსაც გვაწვდით ჩვენგან მარკეტინგული შეტყობინებებისა და სიახლეების მისაღებად („საკომუნიკაციო მონაცემები). ეს მონაცემები მუშავდება იმისათვის, რომ გამოგიგზავნოთ გარკვეული შეტყობინებები და სიახლეები. ამის იურიდიული საფუძველი არის თქვენი თანხმობა. ასევე, თუ ჩვენ უკვე მოგემსახურეთ და თქვენ უარს არ აცხადებთ, ჩვენ ასევე შესაძლოა დავამუშაოთ ეს მონაცემები ჩვენი ლეგიტიმური ინტერესების საფუძველზე, კერძოდ, კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნება და გაუმჯობესება.

1.7. ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ მონაცემები, რომლებიც ეხება თქვენგან მიღებულ შეტყობინებებს („კორესპონდენციის მონაცემები). კორესპონდენციის მონაცემებში შესაძლოა შედიოდეს კომუნიკაციის შინაარსი და კომუნიკაციასთან დაკავშირებული ციფრული მონაცემები. ჩვენი საიტის მეშვეობით კომუნიკაციის შემთხვევაში, საიტი შექმნის ამ ციფრულ მონაცემებს, საიტშივე არსებული საკონტაქტო ფორმების მეშვეობით. კორესპონდენციის მონაცემები გამოიყენება თქვენთან კომუნიკაციისა და მონაცემების შენახვის მიზნით. იურიდიული საფუძველი არის ჩვენი ლეგიტიმური ინტერესი, კერძოდ, საიტისა და ბიზნესის ადმინისტრაცია, საკონსულტაციო სერვისის მაღალი დონის შენარჩუნება, თქვენსა და ჩვენს თანამშრომლებს შორის დავების გამოძიება.

1.8. ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ მოცემულ პოლიტიკაში აღნიშნული მონაცემები იურიდიული საჩივრების შესაქმნელად, დასაცავად ან განსახორციელებლად სასამართლო პროცესში, ადმინისტრაციულ საკითხში ან სასამართლოს გარეთ. იურიდიული საფუძველი ჩვენი ლეგიტიმური ინტერესებია, კერძოდ თქვენი, ჩვენი ან სხვა პირების იურიდიული უფლებების დაცვა.

1.9. ჩვენ შესაძლოა დავამუშაოთ მოცემულ პოლიტიკაში აღნიშნული მონაცემები სადაზღვევო პოლიტიკის მისაღებად ან შესანარჩუნებლად, ასევე რისკების მენეჯმენტისა და პროფესიული რჩევების მიღების მიზნით. იურიდიული საფუძველი არის ჩვენი ლეგიტიმური ინტერესები, კერძოდ, ბიზნესის დაცვა რისკებისგან.

1.10. გარდა იმ კონკრეტული მიზნებისა, რაც აღვწერეთ წინა პუნქტებში, ჩვენ ასევე შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენი იურიდიული ვალდებულების შესრულების მიზნით, ასევე თქვენი ან სხვა ფიზიკური პირის ინტერესების დასაცავად.

2. როდის ვაწვდით თქვენს მონაცემებს მესამე პირებს

2.1. ჩვენ შესაძლოა მივაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენი კომპანიების ჯგუფის რომელიმე წევრს (მათ შორის სუბსიდირებულ კომპანიებს, ძირითად კონგლომერატსა და მის სუბსიდირებულ კომპანიებს) მოცემულ პოლიტიკაში განსაზღვრული მიზნების თანახმად, საჭიროებისამებრ.

2.2. ჩვენ შესაძლოა საჭიროებისამებრ მივაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენს სადაზღვევო/პროფესიონალურ პარტნიორებს დაზღვევისა და პროფესიული რჩევების მისაღებად, რისკების მენეჯმენტის მიზნით, ასევე იურიდიული უფლებების დაცვის შემთხვევაში როგორც სასამართლოში, ისე სასამართლოს გარეთ, ასევე ადმინისტრაციულ საკითხებში.

2.3. ჩვენ შესაძლოა მივაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენი საგადასახადო სერვისის პროვაიდერებს. ჩვენ გადავცემთ აღნიშნულ პირებს ამ პოლიტიკაში მითითებულ მომსახურების მონაცემებს თქვენი გადახდებისა და გადარიცხვების, ასევე მსგავს პროცედურებთან დაკავშირებული საჩივრების ან კითხვების დამუშავების მიზნით.

2.4. ჩვენ შესაძლოა მივაწოდოთ თქვენი პირადი მონაცემები სხვა მომსახურების პროვაიდერებს კონკრეტული სერვისის შესრულების კუთხით (მაგ. „ვებ ჰოსტინგი“, საკურიერო მომსახურება, სერვერების უზრუნველყოფა, ელ-ფოსტის სერვისები). ჩვენ ვიღებთ ყველა საჭირო ზომას, რათა უზრუნველვყოთ გამართული ორგანიზაციული და ტექნიკური მუშაობა ამ სერვისების კუთხით თქვენი პირადი მონაცემების უსაფრთხოების დასაცავად.

2.5. გარდა იმ კონკრეტული მიზნებისა, რაც აღვწერეთ წინა პუნქტებში, ჩვენ ასევე შესაძლოა დავამუშაოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენი იურიდიული ვალდებულების შესრულების მიზნით, ასევე თქვენი ან სხვა ფიზიკური პირის ინტერესების დასაცავად.

2.6. მოცემულ ნაწილში აღნიშნული პირები შესაძლოა იყვნენ ლიეტუვის, ევროკავშირის, ევროპის ეკონომიკური ზონის გარეთ. თუ თქვენს პერსონალურ მონაცემებს ასეთ პირებს გადავცემთ, კანონით გათვალისწინებულ ყველა საჭირო ზომას მივიღებთ, რათა უზრუნველვყოთ თქვენი კონფიდენციალურობის სათანადოდ დაცვა.

3. რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ მონაცემებს

3.1. თქვენი პირადი მონაცემები ინახება იმდენი ხანი, რამდენი ხანიც საჭიროა იმ კონკრეტული სერვისის ან სერვისების შესასრულებლად, რომლებიც საჭიროებენ ამ მონაცემებს. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში:

  • წვდომის მონაცემებიინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლისა განმავლობაში ანგარიშის ბოლო განახლებიდან ან 10 (ათი) წლის განმავლობაში სერვისის შესრულების შემდეგ (იმის და მიხედვით, თუ რომელი მოხდა ბოლოს).
  • მომსახურების მონაცემებიინახება არაუმეტეს 3 (სამი) წლისა სერვისის შესრულების შემდეგ.
  • საკომუნიკაციო მონაცემებიინახება არაუმეტეს 2 (ორი) წლისა კლიენტისგან მიღებული უფლების ვადის ამოწურვის შემდეგ ან არაუმეტეს 2 (ორი) წლისა სერვისების შესრულების შემდეგ, თუკი კლიენტი იღებს შეტყობინებებს კლიენტებთან ურთიერთობის შენარჩუნებისა და გაუმჯობესების მიზნით;
  • კორესპონდენციის მონაცემებიინახება არაუმეტეს 2 (ორი) თვისა კორესპონდენციის დასრულების შემდეგ.

3.2. ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელია იმის დაკონკრეტება, თუ რამდენი ხნის განმავლობაში ვინახავთ კონკრეტულ მონაცემებს. მაგ. წვდომის მონაცემები შენახული იქნება მანამ, სანამ არსებობს მათი დამუშავების საჭიროება კონკრეტულ სერვისთან დაკავშირებით.

3.3. გარდა იმ კონკრეტული ვადებისა, რაც აღვწერეთ ამ ნაწილში, ჩვენ ასევე შესაძლოა შევინახოთ თქვენი პირადი მონაცემები ჩვენი იურიდიული ვალდებულების შესრულების მიზნით, ასევე თქვენი ან სხვა ფიზიკური პირის ინტერესების დასაცავად.

4. მარკეტინგული შეტყობინებები

4.1. თქვენი სურვილისამებრ, ჩვენ შეგვიძლია გამოგიგზავნოთ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებული მარკეტინგული შეტყობინებები ელ-ფოსტის/SMS-ის სახით.

4.2. ასევე, თუკი თქვენ უკვე სარგებლობთ ჩვენი სერვისებით და ამაზე უარს არ აცხადებთ, ჩვენ შეგატყობინებთ ჩვენი კომპანიის სხვა პროდუქტებისა და სერვისების შესახებ, რომლებმაც შესაძლოა დაგაინტერესოთ.

4.3. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ უარი განაცხადოთ ასეთი შეტყობინებების მიღებაზე.

4.4. ამისთვის უნდა:

  • დააწკაპუნოთ მარკეტინგულ შეტყობინებაში მითითებულ ბმულზე;
  • დაგვიკავშირდით „კონტაქტის“ ნაწილში მითითებული მონაცემებით.

4.5. შესაბამისი ქმედებების შესრულების შემდეგ, ჩვენ განვაახლებთ თქვენს პროფილს და თქვენ აღარ მიიღებთ მარკეტინგულ შეტყობინებებს.

4.6. გთხოვთ გაითვალისწინეთ, რომ ჩვენი კომპანიის საქმიანობა მჭიდროდ დაკავშირებული სერვისების ქსელისგან შედგება. ჩვენი სისტემების განახლებას შესაძლოა რამდენიმე დღე დასჭირდეს და, შესაბამისად, შესაძლოა მაინც მიიღოთ მარკეტინგული შეტყობინებები თქვენი მოთხოვნის დამუშავების პერიოდში.

4.7. აღნიშნულ შეტყობინებებზე უარის შემთხვევაში, თქვენ გააგრძელებთ სერვისებთან დაკავშირებული შეტყობინებების მიღებას.

5. თქვენი უფლებები

5.1. ამ ნაწილში შეჯამებულია თქვენი უფლებები მონაცემების დაცვის კანონების თანახმად. ზოგიერთი უფლება საკმაოდ დეტალურია და, შესაბამისად, ჩვენ მხოლოდ ძირითადი ასპექტები აღვწერეთ. გირჩევთ, წაიკითხოთ სარეგულაციო ორგანოების მიერ გამოქვეყნებული კანონები და წესები, რათა უფრო სრულფასოვანი წარმოდგენა შეგექმნათ აღნიშნულ უფლებებთან დაკავშირებით.

5.2. მონაცემების დაცვის კანონების თანახმად, თქვენ გაქვთ შემდეგი უფლებები:

  • მონაცემებზე წვდომის უფლება;
  • შესწორებების უფლება (რომლის აღსრულება თქვენ შეგიძლიათ თქვენს ანგარიშში შესვლით);
  • პირადი მონაცემების წაშლის უფლება;
  • პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება;
  • პირადი მონაცემების დამუშავებაზე უარის უფლება;
  • პირადი მონაცემების გადატანის უფლება;
  • სარეგულაციო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება; და
  • თანხმობის გაუქმების უფლება.

5.3. მონაცემებზე წვდომის უფლება. თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ დასტური ჩვენგან იმასთან დაკავშირებით, ვამუშავებთ თუ არა თქვენს მონაცემებს და მიიღოთ წვდომა აღნიშნულ მონაცემებზე და სხვა ინფორმაციაზეც. დამატებით ინფორმაციაში შედის მონაცემების დამუშავების მიზნობრიობა, პირადი მონაცემების კატეგორიები და პირადი მონაცემების მიმღები პირები. თუკი სხვა პირების უფლებები არ იქნება დარღვეული, ჩვენ მოგაწვდით თქვენი პირადი მონაცემების ასლს. პირველი ასლი უფასოდ იქნება უზრუნველყოფილი, მაგრამ დამატებითი ასლები შესაძლოა ფასიანი იყოს.

5.4. შესწორების უფლება. თქვენ გაქვთ უფლება, შეასწოროთ თქვენი პირადი მონაცემები და თქვენთან დაკავშირებული ნებისმიერი მონაცემები მათი დამუშავების მიზნით.

5.5. ზოგიერთ შემთხვევაში გაქვთ პირადი მონაცემების წაშლის უფლება. მაგალითად: (i) თუკი აღნიშნული მონაცემები აღარაა საჭირო იმ ქმედებების განხორციელებისთვის, რის გამოც შეგროვდა/დამუშავდა ეს მონაცემები (ii) თქვენ გააუქმეთ თქვენი თანხმობა მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებით და აღარ არსებობს მათი დამუშავების იურიდიული საფუძველი; (iii) თქვენ უარს აცხადებთ მათ დამუშავებაზე მონაცემების დაცვის კანონების გარკვეული მუხლების გამოყენებით; (iv) დამუშავება ხდება მარკეტინგული მიზნებით; ან (v) პირადი მონაცემები უკანონოდ დამუშავდა. თუმცა, არსებობს გარკვეული გამონაკლისებიც. მაგალითად, თუ მონაცემების დამუშავება საჭიროა: (i) გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების დასაცავად; (ii) ჩვენი იურიდიული მოვალეობების შესასრულებლად; (iii) იურიდიული საჩივრების შექმნისა და დაცვის მიზნით.

5.6. ზოგიერთ შემთხვევაში გაქვთ პირადი მონაცემების დამუშავების შეზღუდვის უფლება. მაგალითად: (i) თუ ეჭვი გაქვთ, რომ თქვენი პირადი მონაცემები არასწორია; (ii) მათი დამუშავება უკანონოა, მაგრამ უარს აცხადებთ წაშლაზე; (iii) ჩვენ აღარ გვჭირდება მონაცემები დამუშავების მიზნით, მაგრამ თქვენ გჭირდებათ ეს მონაცემები იურიდიული საჩივრების შექმნისა და დაცვის მიზნით; ასევე (iv) თქვენ უარი განაცხადეთ მონაცემების დამუშავებაზე და ელოდებით ამ მოთხოვნის დადასტურებას. თუკი მონაცემების დამუშავება შეიზღუდა ასეთ საფუძველზე, ჩვენ შესაძლოა გავაგრძელოთ თქვენი მონაცემების შენახვა, თუმცა, მათი დამუშავება მოხდება მხოლოდ: (i) თქვენი სურვილისამებრ; (ii) იურიდიული საჩივრების შექმნისა და დაცვის მიზნით; (iii) სხვა პირების უფლებების დასაცავად; და (iv) მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესების მიზნით.

5.7. თქვენ გაქვთ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებაზე უარის უფლება თქვენი კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მონაცემების დამუშავება ხდება შემდეგი იურიდიული საფუძვლების მიხედვით: საჯარო ინტერესების გათვალისწინებით განხორციელებული ქმედებისთვის ან ჩვენი ან მესამე მხარის ლეგიტიმური ინტერესების მიზნით. თუკი გააკეთებთ მსგავს მოთხოვნას, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი პირადი მონაცემების დამუშავებას, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვერ ვამტკიცებთ, რომ არსებობს მონაცემების დამუშავების ლეგიტიმური საფუძვლები, რომლებიც ზღუდავს თქვენს ინტერესებს, უფლებებსა და თავისუფლებას, ან თუ არსებობს მონაცემების დამუშავების საჭიროება იურიდიული საჩივრების შექმნისა და დაცვის კუთხით.

5.8. თქვენ გაქვთ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების მარკეტინგული მიზნებისთვის დამუშავებაზე უარის უფლება. მსგავსი მოთხოვნის მიღების შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ თქვენი მონაცემების დამუშავებას ამ მიზნის მისაღწევად.

5.9. თქვენ გაქვთ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების მეცნიერული, ისტორიული ან სტატისტიკური გამოკვლევების მიზნებისთვის დამუშავებაზე უარის უფლება თქვენი კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, თუკი ეს მონაცემები საჭირო არაა ისეთი ქმედების განხორციელებისთვის, რომელიც შედის საჯარო ინტერესში.

5.10. მონაცემების გადატანის უფლება. იმ შემთხვევაში, თუ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების სამართლებრივი საფუძველია:

  • თქვენი ნება; ან
  • კონტრაქტის შესრულება ან თქვენი მოთხოვნით განხორციელებული ქმედებების შესრულება კონტრაქტის გაფორმებამდე,

თქვენ გაქვთ უფლება, მიიღოთ თქვენი პირადი მონაცემები სტრუქტურირებულ, ხშირად გამოყენებულ და კომპიუტერული მანქანით წაკითხვად ფორმატში. თუმცა, ეს უფლება არ გაქვთ იმ შემთხვევაში, თუ მისი აღსრულება არღვევს სხვა პირების უფლებებსა და თავისუფლებას.

5.11. თუკი თვლით, რომ ჩვენ მიერ თქვენი მონაცემების დამუშავება არღვევს მონაცემების დაცვის რომელიმე კანონმდებლობას, თქვენ გაქვთ სარეგულაციო ორგანოში საჩივრის შეტანის უფლება. თქვენ შეგიძლიათ საჩივრის შეტანა ევროკავშირის იმ წევრ ქვეყანაში, სადაც ცხოვრობთ/მუშაობთ ან იქ, სადაც მოხდა კანონის დარღვევა. ჩვენი კომპანია ექვემდებარება ლიეტუვის მონაცემების დაცვის საგამოძიებო უწყებას, რომლის მისამართია A. Juozapavičiaus St. 6, LT-9310, www.ada.lt.

5.12. თუკი თქვენი მონაცემების დამუშავების იურიდიული საფუძველი არის თქვენი თანხმობა, თქვენ გაქვთ უფლება, გააუქმოთ თქვენი თანხმობა ნებისმიერ დროს. თანხმობის გაუქმება არ იმოქმედებს იმ მონაცემების დამუშავების ლეგალურობაზე, რაც დამუშავდა თანხმობის გაუქმებამდე.

5.13. ამ სექციაში ან ჩვენს საიტზე აღნიშნული საშუალებების გარდა, თქვენ ასევე შეგიძლიათ აღასრულოთ აქ აღწერილი უფლებები ჩვენთან დაკავშირებით.

6. ქუქი-ფაილების შესახებ

6.1. ქუქი-ფაილები საიტის სერვერის მიერ გამოგზავნილი მცირე ზომის ტექსტური ფაილებია, რომლებსაც თქვენი ბრაუზერი იღებს და ინახავს. ისინი შეიცავენ საიდენტიფიკაციო მონაცემებს, რომლებიც სერვერში იგზავნება მაშინ, როდესაც თქვენი ბრაუზერი ითხოვს გვერდს სერვერისგან.

6.2. ქუქი-ფაილები ზოგადად არ შეიცავენ ისეთ მონაცემებს, რომლებიც კონკრეტულ მომხმარებელს ეხება, თუმცა, თქვენი პირადი მონაცემები შეიძლება დაკავშირებული იყოს ქუქი-ფაილებში შენახული და ქუქი-ფაილებისგან მიღებულ ინფორმაციასთან.

7. ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილები

 ჩვენი საიტი იყენებს ქუქი-ფაილების სამ ძირითად ტიპს, შემდეგი მიზნებისთვის:

  • აუცილებელი ქუქი-ფაილები – საიტის გამართული მუშობა, მომხმარებლების მონაცემების უსაფრთხოება, მაღალი ხარისხის სერვისების უზრუნველყოფა, ანგარიშების შექმნის სიმარტივე;
  • ფუნქციური ქუქი-ფაილები – საიტის ხარისხის გაუმჯობესება, სისტემის გამოყენების ანალიზი სერვისების გაუმჯობესების მიზნით;
  • მარკეტინგული ქუქი-ფაილები – მომხმარებლების ქმედებების შენახვა მარკეტინგული კამპანიების გაუმჯობესების მიზნით.

8. ჩვენი სერვისების პროვაიდერების მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილები

8.1. ჩვენი სერვისის პროვაიდერები იყენებენ ქუქი-ფაილებს, რომლებიც შესაძლოა შენახული იყოს თქვენს კომპიუტერზე ჩვენი საიტის გამოყენებისას.

8.2. ჩვენს საიტზე გამოყენებულია:

  • Zendesk ქუქი-ფაილები, რათა მომხმარებელმა შეძლოს რეალურ დროში ჩვენთან დაკავშირება საიტის პრობლემების თაობაზე. ეს ქუქი-ფაილები აჩქარებენ მომხმარებლების მხარდაჭერას. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Zendesk-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკააქ.
  • Cloudflare ქუქი-ფაილებიგამოიყენება მომხმარებლების იდენტიფიკაციისა და უსაფრთხოების პარამეტრების ადაპტაციის მიზნით. ეს ქუქი-ფაილები იცავენ როგორც ჩვენს საიტს, ასევე ჩვენს მომხმარებლებს. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Cloudfare-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Google Analyticsქუქი-ფაილები გამოიყენება ჩვენი საიტის ტრეფიკის მონიტორინგის მიზნით. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარება საიტთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოჩენისა და მისი გამტარუნარიანობის გაზომვის მიზნით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Google Analytics-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.;
  • Facebook (login)ქუქი-ფაილები მომხმარებლებს ეხმარებიან ანგარიშის შექმნის საკითხებში. ეს ქუქი-ფაილები ჩვენს მომხმარებლებს რეგისტრაციის ალტერნატიულ საშუალებას ანიჭებენ. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Facebook-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Google (login)ქუქი-ფაილები მომხმარებლებს ეხმარებიან ანგარიშის შექმნის საკითხებში. ეს ქუქი-ფაილები ჩვენს მომხმარებლებს რეგისტრაციის ალტერნატიულ საშუალებას ანიჭებენ. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Google-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Youtube ქუქი-ფაილებიYoutube-ზე ატვირთული ვიდეოების ჩვენების საშუალებას იძლევიან. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან დინამიკური და ინფორმატიული საიტის შექმნაში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Youtube-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Twitter ქუქი-ფაილებისაშუალებას გვაძლევენ, გამოვსახოთ Twitter-ზე ატვირთული მასალა. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან დინამიკური და ინფორმატიული საიტის შექმნაში. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Twitter-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Hotjar ქუქი-ფაილებიაკვირდებიან იმას, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს საიტს. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან საიტის ანალიზსა და გაუმჯობესებაში. თქვენ შეგიძლიათ იხილოტ Hotjar-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Yandex ქუქი-ფაილებიუზრუნველყოფენ მომხმარებლის მოწყობილობის იდენტიფიკაციას და მათი ქმედებების მონიტორინგს. ამ ქუქი-ფაილების მეშვეობით, ჩვენ ვაუმჯობესებთ საიტის პარამეტრებს მომხმარებლის/მოწყობილობის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Yandex-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Google Maps ქუქი-ფაილები, მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, ადგენენ თქვენს ლოკაციას. ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევენ, უზრუნველვყოთ საიტის პარამეტრების ადაპტაცია მომხმარებლის ლოკაციის მიხედვით. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Google Maps-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკააქ.
  • Doubleclick ქუქი-ფაილებიარეგულირებენ საიტზე გამოსახულ რეკლამებს. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან იმის დადგენაში, მიღებული აქვს თუ არა მომხმარებელს გარკვეული სერვისები და შესაბამისად შევცვალოთ საიტზე გამოსახული რეკლამები. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Doubleclick-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Facebook ქუქი-ფაილებიარეგულირებენ საიტზე გამოსახულ რეკლამებს. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან იმის დადგენაში, მიღებული აქვს თუ არა მომხმარებელს გარკვეული სერვისები და შესაბამისად შევცვალოთ საიტზე გამოსახული რეკლამები. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Facebook-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Google Tag Manager ქუქი-ფაილებიაკონტროლებენ სარეკლამო ქუქი-ფაილებს. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან კონკრეტული მომხმარებელზე მორგებული რეკლამების ჩვენების მხრივ. თქვენ შეგიძლიათ იხილოთ Google Tag Manager-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.
  • Bing ქუქი-ფაილებიგვაწვდის ინფორმაციას იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ იყენებთ ჩვენს საიტს. ეს ქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს, გავაუმჯობესოთ საიტის ფუნქციონირება და დიზაინი. შეგიძლიათ იხილოთ Bing-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ;
  • LinkedIn ქუქი-ფაილებიგამოიყენება რეკლამების ჩვენების სამართავად. ამ ქუქი-ფაილებით ჩვენ ვარჩევთ რეკლამებს, რომლებიც უკვე ნანახი გაქვთ, რათა აღარ გაჩვენოთ. LinkedIn-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა შეგიძლიათ ნახოთ აქ;
  • TikTok ქუქი-ფაილებიგამოიყენება იმისათვის, რომ საიტზე განვათავსოთ TikTok-ის კონტენტი. ეს ქუქი-ფაილები გვეხმარებიან საიტის ინფორმატიულობისა და დინამიურობის შენარჩუნებაში. შეგიძლიათ იხილოთ TikTok-ის კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ;
  • Maestraქუქი-ფაილები საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ, თუ როგორ იყენებენ მომხმარებლები ჩვენს საიტს. ეს გვეხმარება საიტის ფუნქციონირებისა და დიზაინის გაუმჯობესებაში. იხილეთ Maestro-ს კონფიდენციალურობის პოლიტიკა აქ.

9. როგორ უნდა ვარეგულირო ქუქი-ფაილების გამოყენება?

9.1. ბრაუზერების უმეტესობა გაძლევთ საშუალებას, მიიღოთ ან უარი თქვათ ქუქი-ფაილებზე, ან წაშალოთ ისინი. კონკრეტული მეთოდი დამოკიდებულია ბრაუზერის ტიპზე/ვერსიაზე. ქუქი-ფაილების დაბლოკვასთან/წაშლასთან დაკავშირებით უახლესი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ ეწვიოთ ბრაუზერის ოფიციალურ საიტს, მაგალითად: ChromeFirefoxInternet ExplorerSafari.

9.2. ყველა ქუქი-ფაილის დაბლოკვა უარყოფითად იმოქმედებს საიტის ფუნქციონირებაზე.

9.3. ქუქი-ფაილების დაბლოკვის შემთხვევაში შესაძლოა, ჩვენი საიტის გარკვეულმა ელემენტებმა აღარ იმოქმედონ.

10. ქუქი-ფაილების პარამეტრები

თქვენ შეგიძლიათ თქვენი ქუქი-ფაილების პარამეტრების ცვლილება აქ.

11. მესამე მხარეების საიტები

ამ საიტზე შესაძლოა შეგხვდეთ მესამე მხარეების ლინკები/საიტები ან/და მათი ინფორმაციის წყაროები. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნულ ბმულებზე დაწკაპუნებით გადახვალთ სხვა საიტებზე, რომლებსაც აქვთ საკუთარი კონფიდენციალურობის პოლიტიკები და ჩვენ პასუხისმგებლობას არ ვიღებთ აღნიშნულ პოლიტიკებთან დაკავშირებით. გირჩევთ, შეისწავლოთ ასეთი საიტების კონფიდენციალურობის პოლიტიკა, სანამ მიაწვდით მონაცემებს.

12. არასრულწლოვანთა მონაცემების დაცვა

12.1. ჩვენი საიტი და სერვისები გათვლილია 16 წელს გადაცილებულ პირებზე.

12.2. არასრულწლოვანების მონაცემები მუშავდება მხოლოდ მშობლის/მეურვის სურვილის თანახმად.

12.3. თუკი შეიქმნება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩვენ ვინახავთ არასრულწლოვანის მონაცემებს მშობლის/მეურვის თანხმობის გარეშე, ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით ამ მონაცემებს.

13. მონაცემების განახლება

გთხოვთ შეგვატყობინოთ, თუკი საჭირო გახდა თქვენი პირადი მონაცემების ცვლილება/განახლება.

14. კონფიდენციალურობის პოლიტიკის ცვლილება

მოცემულ კონფიდენციალურობის პოლიტიკაში შეტანილი ცვლილებები აისახება ჩვენს საიტზე. არსებითი ცვლილებების შემთხვევაში დეტალურ ინფორმაციას მოგაწვდით ელ-ფოსტის მეშვეობით.

ფრენა შეგიფერხდათ?

მიიღეთ 600 ევრომდე კომპენსაცია შეფერხებული, გაუქმებული ან ზედმეტად დაჯავშნული ფრენის გამო!

WhatsApp +370 685 67010