გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც ზოგადი მომსახურების პირობების კონტექსტი სხვა სახის აღნიშვნას ითხოვს, ამ დოკუმენტში („წესებსა და პირობებში“) გამოყენებულ ტერმინებს შემდეგი განმარტებები ექნებათ:
„შეთანხმება“ კლიენტსა და Skycop-ს შორის გაფორმებული შეთანხმებაა, რომელსაც კლიენტი ხელს აწერს ელექტრონულად ან ფიზიკურად, „მომსახურების პირობების“ წაკითხვის შემდეგ. შეთანხმების მიხედვით, კლიენტი Skycop-ს ანიჭებს სრულ იურიდიულ პასუხისმგებლობას მისი საჩივრის კუთხით, რომელიც ეხება ევროპარლამენტის 261/2004 რეგულაციასა და ევროსაბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაციას (რომლებიც ადგენენ წესებს ფრენების კომპენსაციისა და მგზავრების მხარდაჭერის კუთხით ჩასხდომაზე უარის, ფრენის გაუქმების ან დაგვიანების გამო. ეს რეგულაციები ანაცვლებენ ევროსაბჭოს 295/91 რეგულაციას) ასევე ნებისმიერ სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ რეგულაციას, რომელიც ადგენს წესებს ფრენების კომპენსაციისა და მგზავრების მხარდაჭერის კუთხით ჩასხდომაზე უარის, ფრენის გაუქმების ან დაგვიანების გამო, მათ შორის: ყველა საფასური, რომელიც დაკავშირებულია შუამდგომლობასთან, გადასახადებთან და ა.შ., როდესაც რეისი გადაიდო ან დაგვიანდა, და ნებისმიერი სხვა ფინანსური კომპენსაცია დაზიანებულ ბარგთან დაკავშირებით („შუამდგომლობა“).
ისეთ შემთხვევაში, როდესაც შუამდგომლობის შეთანხმება ბათილია რომელიმე კონკრეტულ იურისდიქციაში (ქვეყანაში), ეს შეთანხმება ჩაითვლება, როგორც კლიენტსა და Skycop-ს შორის დადებული მომსახურების კონტრაქტი, რომელიც ითვალისწინებს Skycop-ის მიერ კლიენტის შუამდგომლობის შესრულებას, მის დაფინანსებას, ორგანიზებას და შეთანხმებასთან სხვა დაკავშირებულ ქმედებებს.
იმისათვის, რომ უფრო გასაგები გაგვეხადა „მომსახურების პირობები“, შეთანხმების განმარტებაში გაერთიანებულია შუამდგომლობისა და მომსახურების გაწევის შეთანხმება, ხოლო შუამდგომლობისა და მომსახურების გაწევის იურიდიული ურთიერთობა განიხილება „მომსახურებად“, თუკი რაიმე კონტექსტი მათ ცალსახად არ გამიჯნავს ერთმანეთისგან.
„საჩივარი“ აღნიშნავს საჩივარს ავიაკომპანიის წინააღმდეგ ფრენების კომპენსაციის რეგულაციის მიხედვით კომპენსაციის მიღების მიზნით.
„კლიენტი“ პიროვნებაა, რომელმაც ხელი მოაწერა შეთანხმებას, დათანხმდა „მომსახურების პირობებს“ და სურს ფრენის კომპენსაციის მიღება.
„ელექტრონული იდენტიფიკაციის რეგულაცია“ არის ევროპარლამენტის 910/2014 რეგულაცია და ევროსაბჭოს 2014 წლის 23 ივლისის რეგულაცია ევროკავშირში ელექტრონული ტრანზაქციების სანდო სერვისების შესახებ, რომელიც აბათილებს 1999/93/EC დირექტივას.
„ფრენების კომპენსაციის რეგულაცია“ არის ევროპარლამენტის 261/2004 და ევროსაბჭოს 2004 წლის 11 თებერვლის რეგულაცია, რომელიც არეგულირებს მგზავრების კომპენსაციასა და მხარდაჭერას ჩასხდომაზე უარის, გაუქმებული ან დაგვიანებული რეისის გამო და აბათილებს 295/91 რეგულაციას და სხვა საერთაშორისო თუ ადგილობრივ რეგულაციებს, რომლებიც ადგენენ წესებს ფრენების კომპენსაციისა და მგზავრების მხარდაჭერის კუთხით ჩასხდომაზე უარის, რეისის გაუქმების ან დაგვიანების გამო, მათ შორის – ყველა საფასური, რომელიც დაკავშირებულია შუამდგომლობასთან, გადასახადებთან და ა.შ., როდესაც რეისი გადაიდო ან დაგვიანდა, და ნებისმიერი სხვა ფინანსური კომპენსაცია დაზიანებულ ან დაკარგულ ბარგთან დაკავშირებით.
„ფრენის კომპენსაცია“ იმ თანხის ჯამია, რომელიც ავიაკომპანიამ აანაზღაურა საჩივართან დაკავშირებით, მათ შორის ავიაკომპანიის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებული ხარჯი, რომელიც გაწეული იყო კლიენტის ან Skycop-ის მიერ მათი ნების თანახმად, კლიენტის მიერ შეთანხმების გაფორმების შემდეგ. ფრენის კომპენსაციაში არ შედის იურიდიული, სასამართლო, საპროცენტო, ჯარიმის ან სხვა მსგავსი გადასახადები, რაც გადახდილი იქნება Skycop-ის მიერ კომპენსაციის მიღების პროცესში. შესაბამისად, Skycop-ის მიერ გაწეული ხარჯის სრული ოდენობა კომპენსაციის მიღების პროცესში უნდა იქნას ანაზღაურებული Skycop-ის სასარგებლოდ.
„ფასების სია“ არის „მომსახურების პირობების“ #1 დანართი, სადაც ასახულია Skycop-ის მომსახურების საფასურები. ანაზღაურებაში იგულისხმება ის თანხა, რასაც შესაბამისი შეთანხმების მიხედვით Skycop-ი მომსახურების გაწევაში მიიღებს .
„მონაცემების უსაფრთხოების კრიტერიუმებში“ იგულისხმება მონაცემების უსაფრთხოებასთან და დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა მოქმედი კანონი და რეგულაცია, მათ შორის შესაბამისი უწყებების მიერ გამოქვეყნებული პრაქტიკული წესები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და ნებისმიერი მსგავსი იურიდიული დოკუმენტაცია შესაბამის იურისდიქციაში (როგორც სავალდებულო, ისე ნებაყოფლობითი).
„სასამართლო პროცესში“ იგულისხმება Skycop-ის მიერ საჩივრის წარდგენა სასამართლოში, დავის გადაწყვეტის სხვა დაწესებულებაში, საავიაციო რეგულაციების სააგენტოში, მომხმარებლების დაცვის სააგენტოში ან/და სახელმწიფო უწყებაში ან საჩივრის გადაცემა იურიდიული წარმომადგენლისთვის, მაგ. ადვოკატისა ან ადვოკატთა ფირმისთვის.
„Skycop-ი“ არის იურიდიული პირი (UAB Skycop.com, ს/კ 304423851, მისამართი: დარიაიუს ირ გირენოს ქ. 21ა, ვილნიუსი, ლიეტუვა)
„Skycop Care-ის წევრობა“: კლიენტი, რომელიც ყიდულობს Skycop Care-ის საწევრო პაკეტს, ხდება „Skycop Care-ის წევრი“. Skycop-ი არ მოითხოვს საჩივრის განხილვისა და ფრენის კომპენსაციის მიღების ანაზღაურებას წევრისგან (თუკი ეს შესაძლებელია) იმის და მიხედვით, თუ რა სახის პაკეტი შეიძინა წევრმა „მომსახურების პირობების“ მეორე დანართის მიხედვით. „მომსახურების პირობებთან“ დაკავშირებული ნებისმიერი ტრანზაქციის ან დოკუმენტის დამუშავების შემთხვევაში, გამოყენებული იქნება მხოლოდ ზემოთ ხსენებული ტერმინები და განსაზღვრებები.
1. შეთანხმება
1.კლიენტი ეთანხმება „მომსახურების პირობებს“, რომლებიც წარმოადგენს კლიენტსა და Skycop-ს შორის ნებაყოფლობით გაფორმებული ნებისმიერი დოკუმენტის საფუძველს.
- Skycop-ი იყენებს ხელმოწერების ავტორიზაციის ონლაინ სისტემას, რომელიც ექვემდებარება ელექტრონული იდენტიფიკაციის რეგულაციის 26-ე ნაწილს, რომელსაც აქვს საერთაშორისო იურიდიული აღიარება, შესაბამისად, კლიენტს არ მოუწევს შეთანხმების ამობეჭდვა, ხელის მოწერა და უკან გამოგზავნა ელ-ფოსტის მეშვეობით.
- შეთანხმებაზე ხელის მოწერით, კლიენტი ამტკიცებს, რომ მას აქვს იურიდიული უფლება, ხელი მოაწეროს Skycop-სა და კლიენტს შორის დადებულ სავალდებულო შეთანხმებას და, საჭიროების შემთხვევაში, აქვს უფლება, ხელი მოაწეროს მსგავს შეთანხმებას მესამე პირის (მაგ. არასრულწლოვანის) მაგივრად.
- კლიენტი ადასტურებს, რომ მას არ გადაუცია ფრენის კომპენსაციის შუამდგომლობა მესამე მხარისთვის, რომ არ გაუფორმებია არანაირი შეთანხმება კომპენსაციასთან დაკავშირებით მესამე მხარესთან, რომ არ არსებობს და არ არის მოსალოდნელი იურიდიული დავა კლიენტსა და ავიაკომპანიას შორის აღნიშნულ თემაზე. კლიენტი აცნობიერებს, რომ შუამდგომლობის გაფორმებით, მას აღარ აქვს უფლება, მსგავსი შეთანხმება გააფორმოს სხვა კომპანიასთან, რომელიც უზრუნველყოფს ფრენის კომპენსაციის მიღებას იურიდიული ქმედების გზით, მათ შორის Skycop-ის კონკურენტებთან.
- კლიენტმა უნდა მიაწოდოს Skycop-ს ფრენის კომპენსაციის მისაღებად ყველა საჭირო მონაცემები/ინფორმაცია, რომელიც მიღებული აქვს ავიაკომპანიისგან.
- Skycop-ს უფლება აქვს, მიიღოს მხოლოდ ფრენის კომპენსაცია და არა სხვა სერვისები, როგორიცაა ფრენის ვაუჩერები, რაც შესაძლოა შემოთავაზებული იყოს ავიაკომპანიის მხრიდან.
- შეთანხმების გაფორმებისა და „მომსახურების პირობებზე“ დათანხმების შემდეგ, კლიენტი აცნობიერებს, რომ არ აქვს ავიაკომპანიასთან პირდაპირი კონტაქტის ან თანხის მიღების უფლება.
- კლიენტი ადასტურებს, რომ „მომსახურების პირობები“ წარმოადგენს მის ნებასა და რეალური სურვილს, რომელსაც ავიაკომპანიამ პატივი უნდა სცეს. კლიენტი თანახმაა, რომ ავიაკომპანიის მიერ უზრუნველყოფილი ფრენის კომპენსაციის სრული ოდენობა Skycop-ის საჩივრის მიხედვით გადაირიცხოს Skycop-ის საბანკო ანგარიშებზე ან სხვა ანგარიშებზე Skycop-ისა და კლიენტის შეთანხმების საფუძველზე.
- კლიენტი თანახმაა, რომ Skycop-მა უზრუნველყოს მისი იურიდიული წარმომადგენლობა/დაცვა ფრენის კომპენსაციის საქმეში.
2. საჩივრის დამუშავება
- საჩივართან დაკავშირებული ფრენის მონაცემები უნდა გაეგზავნოს Skycop-ს მისივე საიტის, მობილური აპლიკაციის, ელ-ფოსტის ან/და Skycop-ის სხვა ელექტრონული საშუალებით. მონაცემების მიღების შემდეგ, Skycop-ი შეაფასებს საჩივარს მისი იურიდიული საფუძვლებისა და შესაძლო წარმატების მხრივ. თუკი Skycop-ი დაადგენს, რომ კლიენტის მიერ მოწოდებული მონაცემები საკმარისია წარმატების მისაღწევად, Skycop-ი ყველა საჭირო ქმედებას განახორციელებს ფრენის კომპენსაციის მისაღებად კლიენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტაციის თანახმად.
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ 2.1 პუნქტში აღწერილი შეფასება არ იძლევა გარანტიას საჩივრის წარმატების მხრივ.
- შეთანხმების გაფორმების შემდეგ, Skycop-ი დაუკავშირდება ავიაკომპანიას საჩივართან დაკავშირებით და ეცდება, მიიღოს კომპენსაცია სასამართლო პროცესის გარეშე.
- იმ შემთხვევაში, როდესაც ავიაკომპანია საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარს აცხადებს, Skycop-მა, მისივე ინიციატივით, შესაძლოა დაიწყოს სასამართლო პროცესი აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით. Skycop-მა, მისივე ინიციატივით, შესაძლოა წამოიწყოს ეს სასამართლო პროცესი სხვა შემთხვევაშიც, თუკი დადგინდა, რომ ფრენის კომპენსაციის მიღება ასეთი გზით უფრო ეფექტური/სწრაფი იქნება.
- სასამართლო პროცესის წამოწყების შემთხვევაში, Skycop-ის იურიდიულ წარმომადგენელს მიეცემა წვდომა კლიენტის მიერ Skycop-თვის გაგზავნილ მონაცემებზე. თუკი მესამე მხარეს დასჭირდება დამატებითი დოკუმენტაცია იურიდიული წარმომადგენლის უფლებამოსილების დადასტურების მიზნით, Skycop-ი შეატყობინებს კლიენტს, რომ უნდა გაუგზავნოს აღნიშნული დოკუმენტები იურიდიულ წარმომადგენლებს. თუკი დადგინდა, რომ ფრენის კომპენსაციის მისაღებად საჭიროა, რომ საჩივარი კლიენტის სახელით იყოს წარდგენილი იურიდიული წარმომადგენლის მიერ (მაგ. ადვოკატის მიერ), კლიენტი ასევე გააფორმებს შეთანხმებას იურიდიულ წარმომადგენელთან და საჩივარი კვლავ გადავა კლიენტის სახელზე აღნიშნული შეთანხმების დასრულების შემდეგ. ასეთ შემთხვევაში, კლიენტისა და Skycop-ის ურთიერთობა განისაზღვრება „მომსახურების პირობებისა“ ან/და მათ შორის დადებული სხვა შეთანხმებების მიხედვით.
- თუკი იურიდიულმა წარმომადგენელმა დაადგინა, რომ საჩივარს არ აქვს წარმატების მაღალი ალბათობა სასამართლო პროცესის შემთხვევაში, კლიენტი იქნება ინფორმირებული ამის შესახებ და Skycop-ი აღარ იმუშავებს აღნიშნულ საჩივარზე. მსგავსი შეტყობინების მიღებისას, შუამდგომლობა ავტომატურად უბრუნდება კლიენტს სხვა შეთანხმებების შეწყვეტის გარეშე.
- სასამართლო პროცესის წამოწყების შემთხვევაში, კლიენტს არ ევალება ხარჯების ანაზღაურება, თუკი საჩივარი არ დაკმაყოფილდა. სასამართლო პროცესის წარმატების შემთხვევაში, Skycop-ი აანაზღაურებს იმ ხარჯებს, რომლებსაც არ აანაზღაურებს ავიაკომპანია. საჩივრის წარმატებისა და ფრენის კომპენსაციის მიღების შემთხვევაში, კლიენტი თანახმაა, რომ Skycop-ის ყველა ხარჯი, მათ შორის ავიაკომპანიისგან მიღებული თანხა, გადაეცემა Skycop-ს.
- კლიენტი და Skycop-ი აცნობიერებენ, რომ Skycop-ს ეძლევა უფლება, მიიღოს ან უარყოს საჩივარი კონკრეტულ ავიაკომპანიასთან არსებული გამოცდილების მიხედვით. მოცემული შეთანხმება ადეკვატური იურიდიული საფუძველია მსგავსი გადაწყვეტილების მისაღებად.
- კლიენტი აცნობიერებს, რომ საჩივრის დამუშავებას შესაძლოა დიდი დრო დასჭირდეს და რომ Skycop-ი არ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ როდის დასრულდება კონკრეტული საჩივრის განხილვის პროცესი.
3. ფინანსური პირობები
- შეთანხმების საფუძველზე ანაზღაურების მიღება პროცედურის შედეგად დამოკიდებულია იმაზე, მიღებულია თუ არა ფრენის კომპენსაცია, ე.ი დაირიცხა თუ არა ის კლიენტის ან Skycop-ის საბანკო ანგარიშზე. ავიაკომპანიის მიერ ფრენის კომპენსაციის უზრუნველყოფის შემდეგ, კლიენტი და Skycop-ი გადაწყვეტენ ამ საკითხს „მომსახურების პირობებში“ მოცემული პროცედურების თანახმად.
- Skycop-ი საჩივარს ამუშავებს უფასოდ. საჩივრის წარმატებისა და ფრენის კომპენსაციის მიღებისას, ფრენის კომპენსაციის წინასწარ შეთანხმებული წილი გადაეცემა კლიენტს „ფასების სიაში“ აღწერილი პირობების მიხედვით. კლიენტმა და Skycop-მა შესაძლოა ცალკე შეთანხმება გააფორმონ ანაზღაურებასთან/გადახდის პირობებთან დაკავშირებით.
- თუკი ავიაკომპანიასთან ვერ ხერხდება შეთანხმება საჩივრის კომპენსაციასთან დაკავშირებით, ან სხვა შემთხვევაში, როდესაც Skycop-მა განსაზღვრა, რომ ფრენის კომპენსაციის მიღება უფრო სწრაფი/ეფექტური იქნებოდა, Skycop-ს ეძლევა უფლება, წამოიწყოს სასამართლო პროცესი, რაც გაზრდის Skycop-ის ანაზღაურებას „ფასების სიის“ მიხედვით.
- კლიენტი აცნობიერებს, რომ შეთანხმების მხარეებმა შესაძლოა მათი სახელით წამოიწყონ კონტრ-საჩივრები ავიაკომპანიის წინააღმდეგ.
- თუკი კლიენტი უზრუნველყოფს არასწორ ან არასრულყოფილ მონაცემებს, ის Skycop-ს აუნაზღაურებს ნებისმიერ დამატებით ხარჯს, რაც წარმოიშვა მსგავსი ფაქტის გამო.
- გამომდინარე იქიდან, რომ Skycop-ი რეგისტრირებულია ლიეტუვის რესპუბლიკაში, დღგ (დამატებითი ღირებულების გადასახადი) (ასეთის არსებობის შემთხვევაში) განისაზღვრება ლიეტუვის რესპუბლიკის კანონმდებლობით.
- თუკი კლიენტმა არასწორი ან არასრული მონაცემები მიაწოდა ფრენის კომპენსაციის მისაღებად და იგი Skycop-ს დაუბრუნდა, Skycop-ს აქვს უფლება, აღნიშნულ თანხას მოაკლოს ნებისმიერი დამატებითი ხარჯი. თუკი კლიენტმა არ მიაწოდა საჭირო დამატებითი მონაცემები ფრენის კომპენსაციის მისაღებად მას შემდეგ, რაც Skycop-ი ყველა გზით შეეცადა კლიენტისთვის შეტყობინების გაგზავნას კლიენტის მიერ მოწოდებული საკონტაქტო მონაცემების მეშვეობით, Skycop-ს ეძლევა უფლება, დაიტოვოს ფრენის კომპენსაციის ის ნაწილი, რაც კლიენტისთვის იყო განკუთვნილი.
- SEPA-ში არსებული ანგარიშების შემთხვევაში (Single Euro Payments Area), გადახდები მოხდება უნაღდო გადარიცხვის წესით. საერთაშორისო გადარიცხვის შემთხვევაში, გადარიცხვის საკომისიო ეჭრება კლიენტისთვის განკუთვნილ ფრენის კომპენსაციას.
- ბანკების საკომისიო ხარჯების თავიდან აცილების მიზნით, თუკი რამდენიმე პირმა ერთად განახორციელა დაჯავშნა ან სხვა შემთხვევაში (მაგ. მშობელი იღებს ანაზღაურებას არასრულწლოვანის მაგივრად), Skycop-ი გადარიცხავს თანხას ერთ ანგარიშზე კლიენტის თანხმობის შემთხვევაში, ან თუ მხოლოდ ერთი ანგარიშია მითითებული მომხმარებლის მონაცემებში. თუკი რომელიმე პიროვნება იღებს თანხას სხვა პიროვნების მაგივრად, Skycop-ი არ იღებს პასუხისმგებლობას, თუკი ის არ აბრუნებს ამ თანხას.
- Skycop-ი არ იქნება პასუხისმგებელი კლიენტის მიერ დაკარგული ჩეკების, სადებეტო ბარათების, საკრედიტო ბარათების ან სხვა საშუალებების მხრივ. ის ასევე არ იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ შედეგზე, რომელიც წარმოიშვა კლიენტის მიერ არასწორი საბანკო მონაცემების მოწოდების გამო.
- საჭიროების შემთხვევაში, Skycop-ი გამოაგზავნის ელექტრონულ ინვოისს ან სხვა დოკუმენტებს ელ-ფოსტის მეშვეობით.
- Skycop-ი არ იქნება პასუხისმგებელი ფრენის კომპენსაციის გადაუხდელობაზე, თუკი მისი გადახდა შეუძლებელია Skycop-ის კონტროლს მიღმა არსებული ფაქტორების გამო, მაგ. გაფიცვები, შრომითი დავა, ბუნტი, სტიქიური უბედურება, კანონის/სახელისუფლებო ბრძანების/წესის/რეგულაციის დაცვა და ა.შ.
- Skycop-ი ფრენის კომპენსაციასა და ყველა სხვა გადასახადს უზრუნველყოფს მხოლოდ იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ ფრენის კომპენსაციის მიღების უფლება. Skycop-ი არ უზრუნველყოფს ფრენის კომპენსაციას ან სხვა გადასახადებს სააგენტოებისთვის, წარმომადგენლებისთვის, შუამავალი ან სხვა სახის მესამე მხარისთვის, რომლებიც ვერ წარმოადგენენ კლიენტის მაგივრად გარკვეული თანხის მიღების მკაფიო და ერთმნიშვნელოვან მტკიცებულებას. მსგავს საკითხში ეჭვის გაჩენის შემთხვევაში, Skycop-ს ეძლევა უფლება, მოითხოვოს დამატებითი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებს საბოლოო კლიენტის მაგივრად თანხის მიღების უფლებას, ან/და ცალმხრივად უარი განაცხადოს ასეთი პირისთვის თანხის გადახდაზე.
4. თანამშრომლობა კლიენტის მხრიდან
- კლიენტი ადასტურებს იმ მონაცემების სისწორესა და სისრულეს, რომლებსაც მიაწვდის Skycop-ს საჩივართან დაკავშირებით. Skycop-ი არ იქნება პასუხისმგებელი ისეთ საჩივარზე, რომლის შესახებაც მიიღო არასწორი ინფორმაცია კლიენტის მხრიდან, ან თუ კლიენტი არ უზრუნველყოფს სათანადო თანამშრომლობას Skycop-თან.
- Skycop-ის სერვისების მიღებამდე, კლიენტს სხვა სახით არ გამოუყენებია შუამდგომლობა და არ ჩაურთავს მესამე მხარე საჩივრის დაცვის მიზნით.
- კლიენტი მიაწვდის Skycop-ს ყველა საჭირო მონაცემებს საჩივრის დამუშავების მიზნით, მაგ. საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს, ჩასხდომის ბარათებს, დაგვიანების შეტყობინებას, კორესპონდენციას ავიაკომპანიასთან.
- თუ კლიენტი მიიღებს თანხას ან ნებისმიერი სხვა სახის კომპენსაციას, მაგ. ფრენის ვაუჩერს ავიაკომპანიისგან Skycop-ის დაქირავების შემდეგ, კლიენტმა დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს Skycop-ს ამის შესახებ. ასეთ შემთხვევაში, კლიენტი ვალდებულია, უზრუნველყოს Skycop-ის ანაზღაურება 3.2 ან 3.3 პუნქტის თანახმად ფრენის კომპენსაციის მიღებიდან 10 (ათი) დღის შემდეგ Skycop-ის საიტის საკონტაქტო ინფორმაციის მეშვეობით ან Skycop-ის მიერ მოწოდებულ ნებისმიერ საბანკო ანგარიშზე გადარიცხვის სახით.
- თუკი კლიენტმა მიაწოდა არასწორი ან არასრული მონაცემები ან თუ არ ატყობინებს Skycop-ს ავიაკომპანიისგან მიღებული ფრენის კომპენსაციის შესახებ და Skycop-ი ვერ ახერხებს ფრენის კომპენსაციის ან ხარჯების ანაზღაურების მიღებას სასამართლო პროცესის მეშვეობით, Skycop-ს ეძლევა უფლება, დაიცვას მისი უფლებები კლიენტის წინააღმდეგ აღნიშნული ზარალის გამო.
5. შეთანხმების შეწყვეტა
- მხარეებს შორის დადებული კონტრაქტი დასრულდება მომსახურების სრულყოფილი გაწევის შემდეგ, ე.ი როდესაც შეთანხმების მიხედვით გათვალისწინებული გადასახადები უზრუნველყოფილია
- ეს შეთანხმება დაუყოვნებლივ შეწყდება, თუკი:
– საჩივრის სიღრმისეული შესწავლის შემდეგ Skycop-მა დაადგინა, რომ შესაძლოა ვერ მიაღწიოს წარმატებას საჩივრის საქმეში და შეატყობინებს კლიენტს ამის შესახებ; ან
– Skycop-ის გადაწყვეტილების მიხედვით, თუკი მიიღეს არასრული/არასწორი ინფორმაცია კლიენტის მხრიდან ან ადგილი ჰქონდა მონაცემების გაყალბებას; ან
– შეთანხმების გაფორმებიდან 14 (თოთხმეტი) დღის შემდეგ, კლიენტი, რომელიც სარგებლობს მომსახურებით, ელ-ფოსტის მეშვეობით აგზავნის შეთანხმების შეწყვეტის მოთხოვნას. მომსახურების გაუქმების უფლება ვადაზე ადრე ბათილდება, თუკი შეთანხმებაში გათვალისწინებული მომსახურება სრულყოფილად გაწეულია ზემოთ ხსენებული დროის ლიმიტის გასვლამდე.
- ნებისმიერ შემთხვევაში, თუ კლიენტი Skycop-ის ბრალეულობის გარეშე შეწყვეტს შეთანხმებას გარკვეული სამუშაოების დასრულების შემდეგ ან Skycop-ის და/ან მისი კანონიერი წარმომადგენლების მიერ სასამართლო პროცესის დაწყების შემდეგ, Skycop-ს აქვს უფლება, მოითხოვოს ადმინისტრაციული და სხვა ხარჯების ანაზღაურება კლიენტისგან, მათ შორის: სასამართლო პროცესის ხარჯები, ადვოკატების ხარჯები, ავტორიზებული წარმომადგენლების ხარჯები და სხვა. კლიენტმა უნდა აანაზღაუროს აღნიშნული ხარჯები ინვოისის მიღებიდან 10 (ათი) დღის განმავლობაში.
6. დასკვნითი დებულებები
- Skycop-ს უფლება აქვს ნებისმიერ დროს შეცვალოს „წესები და პირობები“ ან წარმოადგინოს დამატებითი წესები და პირობები მნიშვნელოვანი მიზეზების გამო, როგორიცაა: საინფორმაციო სისტემები და/ან ტექნოლოგიური გაუმჯობესებები, კანონმდებლობაში ცვლილებები, „წესებისა და პირობების“ დაზუსტების, შესწორების ან გაუმჯობესების მიზნით.
- მოქმედი „წესები და პირობების“ ცვლილებების შესახებ ინფორმაციას Skycop-ი ვებსაიტზე განათავსებს, ასევე კლიენტს გაუგზავნის შეტყობინებას ელექტრონული ფოსტისა და/ან კლიენტის ანგარიშის მეშვეობით.
- მოქმედი „წესები და პირობების“ ცვლილებები კლიენტისთვის ძალაში შევა არაუადრეს 7 კალენდარული დღისა მას შემდეგ, რაც კლიენტი სათანადოდ იქნება ინფორმირებული „წესებისა და პირობების“ ცვლილებების შესახებ. თუ კლიენტი არ ეთანხმება „წესებსა და პირობებში“ შეტანილ ცვლილებებს, მას უფლება აქვს შეწყვიტოს ხელშეკრულება Skycop-ისთვის ელექტრონული ფოსტით შეტყობინების გაგზავნით ამ პუნქტში მითითებულ ვადაში.
- მომსახურების „წესები და პირობები“, შეთანხმება და მათთან დაკავშირებული ნებისმიერი დოკუმენტაცია ექვემდებარება ლიეტუვის რესპუბლიკის კანონმდებლობას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სხვა პირობაა მითითებული კონკრეტულ დოკუმენტში. კლიენტს ეძლევა უფლება, მოითხოვოს იმ ქვეყნის კანონმდებლობის აღსრულება, სადაც იგი ბინადრობს.
- Skycop-ი გამოიყენებს კლიენტისა და კომპანიის თანამშრომლების პირად მონაცემებს მხოლოდ საჩივრის დამუშავების მიზნით. პირადი მონაცემების დაგროვებასთან, შენახვასთან და გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, იხილეთ Skycop-ის „კონფიდენციალურობის პოლიტიკა“.
- თუკი კლიენტი იურიდიული პირია, ის ამტკიცებს, რომ:
– Skycop-თვის მიწოდებული პირადი მონაცემები შეგროვებულია და მიწოდებულია კონფიდენციალურობისა და მონაცემების დაცვის კრიტერიუმების გათვალისწინებით;
– ამ შეთანხმების მიხედვით Skycop-ი პასუხისმგებელია მონაცემების დამუშავებაზე და არა მონაცემების კონტროლზე (ეს ტერმინები განსაზღვრულია კონფიდენციალურობისა და მონაცემების დაცვის კრიტერიუმებში).
- ნებისმიერი დავა და უთანხმოება, რომელიც წარმოიშობა „მომსახურების პირობებთან“ დაკავშირებით გადაწყდება ლიეტუვის რესპუბლიკის შესაბამის სასამართლოში იურისდიქციის წესების დაცვით, თუკი არ არსებობს კანონმდებლობა, რომელიც აიძულებს პროცესის სხვაგვარ დამუშავებას.
- თუკი სასამართლომ ან სხვა საარბიტრაჟო ტრიბუნალმა დაადგინა, რომ „მომსახურების პირობების“ რომელიმე მუხლი არალეგალურია, ბათილია ან მისი აღსრულება შეუძლებელია, „მომსახურების პირობების“ ყველა დანარჩენი მუხლი ძალაში რჩება. თუკი „მომსახურების პირობების“ რომელიმე მუხლი მხოლოდ ნაწილობრივაა არალეგალური, ბათილი ან მისი აღსრულება მხოლოდ ნაწილობრივაა შეუძლებელი, იგი რჩება ძალაში მხოლოდ დაშვებულ ფარგლებში. Skycop-ი ჩაანაცვლებს მსგავს მუხლებს ლეგალური, მოქმედი და აღსრულებადი მუხლებით, რაც ხელს შეუწყობს კლიენტისა და Skycop-ის მიზნების მიღწევას. Skycop-ი შეეცდება, მაქსიმალურად უზრუნველყოს შეთანხმების პირობების აღსრულება.
- იმ შემთხვევაში, თუკი რაიმე სხვაობა აღმოჩნდა „მომსახურების პირობების“ ინგლისურ ვერსიასა და რაიმე სხვა ვერსიას შორის, უპირატესობა ენიჭება ინგლისურ ვერსიას.
დანართი 1 – ფასების სია
„ფასების სია“ შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.skycop.com/ka/price-list/
დანართი 2 – Skycop Care-ის წევრობა
Skycop Care-ის წევრობა შეგიძლიათ იხილოთ აქ: www.skycop.com/ka/skycop-care-membership/